ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა
15-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სცენური წარმოდგენებით, ლიტერატურული ამონარიდებითა და ისტოიული ფაქტებით წარმოაჩინეს ქართული ენის სიდიადე, სიძველე და სიმდიდრე. 

მათ აღნიშნეს ენის როლი ეროვნული იდენტობის ფორმირებასა და შენარჩუნებაში, ასევე გააზიარეს​შთამბეჭდავი ფაქტები მისი უნიკალურობის შესახებ.

„ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქართული ენისადმი პატივისცემის გაღრმავება, მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის აუცილებლობაზე ზრუნვა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203