ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს 
15-04-2026

ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი უდიდესი ღვაწლის ქვეყნის წინაშე. 

„დიდი სევდითა და პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს სულიერ მამას - ილია მეორეს. მისი ცხოვრება იყო სიყვარული, სიმშვიდე და ერთიანობის მაგალითი. მან მრავალი წლის განმავლობაში გააერთიანა ერი რწმენით, სიბრძნითა და მოთმინებით“,- აღნიშნა სკოლაში, რის შემდეგაც მოსწავლეებმა ტაძარში გალობითა და სანთლების დანთებით პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას.

„ეს იყო მადლიერების მცირე გამოხატულება იმ უდიდესი სიყვარულისთვის, რაც მან თითოეულ მათგანს დაუტოვა. მისი სიტყვები, სითბო და სულიერი მემკვიდრეობა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203