ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა
14-04-2026

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში თარიღს ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

ღონისძიება გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პრეზენტაცია და შექმნეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი თვალსაჩინოება, რითაც მათ გამოხატეს იაკობ გოგებაშვილისა და ქართული ენისადმი უსაზღვრო მადლიერება.

სკოლის დირექცია, მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნაზი ხუციშვილს, ლამაზი ღონისძების ორგანიზებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203