„საქარველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი!“ - ემოციური ღონისძიება ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
14-04-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა განსაკუთრებული ემოციური დატვირთვის მქონე ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა გაიხსენეს, 1989 წლის 9 აპრილი - სისხლიანი დღე ჩვენი ბედკრული სამშობლოს ისტორიაში.

ღონისძიება სახელწოდებით - „საქარველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი!“ lX ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მთვარისა ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით გამართეს. 

ღონისძიება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიეძღვნა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს და კიდევ ერთხელ გააცოცხლა ის ტკივილი, რომელიც 9 აპრილს უკავშირდება.

იმავდროულად, ყურადღება გამახვილდა იმ სევდასა და განცდებზე, რასაც საქართველო დღეს განიცდის - პატრიარქის დაკარგვით გამოწვეულ საერთო ეროვნულ მწუხარებაზე.

„ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა თაობის ადამიანები, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი ისტორიის სიმძიმე და დაგვანახვა ერთიანობის და პატივისცემის მნიშვნელობა. ჩვენ ვიხსენებთ წარსულს, ვგრძნობთ დღევანდელ ტკივილს და ერთად ვქმნით მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203