
თბილისის N108 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ამის ნათელი დადასტურებაა მე-8ა კლასის (დამრიგებელი ხათუნა ფიცხელაური) მოსწავლეებისა და ისტორიის მასწავლებელის - ნანა ზაზანაშვილი განხორციელებული სატელევიო გადაცემის ფორმატის საგანმანათლებლო პროექტი.
„ისტორია მხოლოდ წარსული მოვლენების ქრონიკა არ არის - ის ცოცხლდება მაშინ, როცა მას თანამედროვე მედია ახალ სიცოცხლეს აძლევს. სწორედ ასეთი საინტერესო გარდაქმნის მაგალითია მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც დღეს ტელემედიის საშუალებით სრულიად ახალ ფორმატში მოგვევლინა. ეკრანზე გაცოცხლდნენ ისეთი ისტორიული ფიგურები, როგორებიც არიან რიჩარდ ლომგული, სალადინი და ბალდუინი - ლიდერები, რომლებმაც განსაზღვრეს ლაშქრობის ბედი“,- აღნიშნავენ სკოლაში და შთამბეჭდავი პროექტის შესახებ გვიყვებიან, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებმა ისეთი მნიშვნელოვანი ისოტრიული მოვლენა, როგორიცაა ჯვაროსნული ომები სიღმისეულად, მეტად საინტერესოდ გაანალიზეს.
„ტელემედია სივრცე გვაძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გავეცნოთ ფაქტებს, არამედ დავინახოთ სხვადასხვა პერსპექტივა, გავაანალიზოთ ისტორიული მოვლენები და შევაფასოთ მათი გავლენა თანამედროვე სამყაროზე.
დღეს, როცა ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, მნიშვნელოვანია, ისტორიული თემების სწორად და კრიტიკულად აღქმა. სწორედ მედია გვაძლევს ამ შესაძლებლობას - დავუკავშიროთ წარსული თანამედროვეობას და გავიაზროთ მისი მნიშვნელობა.
ისტორია გრძელდება… ეკრანზე, ჩვენს თვალწინ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ვიდეორგოლს გვიზიარებენ: