
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
პედაგოგ მარიკა კურტანიძის საინფორმაციო შეხვედრა სადამრიგებლო კლასთან 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა და მისი თემა გახლდათ - „გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ისტორიული მეხსიერების გაღვივება. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მნიშვნელობის გააზრება, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საძირკვლის. თავდადებული გმირების პატივისცემა და იმ სიმბოლიკის გაცნობა, რაც ქვეყნის ერთიანობას უკავშირდება.
განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
შეხვედრის მთავარი გზავნილები და დევიზი შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა თავად გამოკვეთეს ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის არსებობის საფუძველია. შეხვედრის დევიზი: „გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე“ მოსწავლეების მიერ დასახელებული მთავარი პრინციპები: ენა, მამული, სარწმუნოება! (ილიასეული ანდერძი) სამშობლო, ღმერთი, ადამიანი!
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ აჩვენა, რომ 11-ვე მოსწავლისთვის 9 აპრილი არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი, არამედ ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ იბადება თავისუფლება ერთიანობით.
„ტიტების გაფერადებითა და ბარათების გაკვრით მათ საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ დიდ ისტორიულ მეხსიერებაში“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: