კაცხის საჯარო სკოლაში დედაენის დღე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა
14-04-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში გაიმართა ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა. 

14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, რადგან ის სიმბოლოა ქართველი ხალხის ერთიანობისა და ეროვნული თვითმყოფადობისათვის
ბრძოლის. ეს დღე შეგვახსენებს, რომ ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება, ის ჩვენი კულტურული კოდი და გადარჩენის გარანტიაა.

ამ დღის აღსანიშნავად კაცხის საჯარო სკოლაში მოეწყო მრავალფეროვანი ღონისძიებები.

პირველი -მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო პრეზენტაცია თემაზე - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ , ასევე ვიქტორინა და კალიგრაფიის კონკურსი.

მე-6 კლასელებმა დაამზადეს ბუკლეტები და ხაზი გაუსვეს ქართული ენის სიწმინდის დაცვას და მის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203