დაშბაშის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენების გახსენებას საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
14-04-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

მათ შორის, აღსანიშნავია 9 აპრილისადმი მიძღვნილი პროექტი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას ემსახურებოდა. 

პროექტზე მოსწავლეებმა ბუნების მასწავლებლის ლუსინე კალაჩიანის ხელმძღვანელობით იმუშავეს.

ბავშვებმა შეისწავლეს ისტორიული მოვლენები, გამართეს თემატური დისკუსია-განხილვა, გაანალიზეს შესწავლილი, რის შემდგომაც მოამზადეს თემატური პრეზენტაცია და პოსტერები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალი თაობის ისტორიულ-კულტურული ცნობიერების ამაღლებას, ასევე ჰუმანურობის და ემპათიის განმტკიცებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203