სიონის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს
14-04-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ნათია მარსაგიშვილმა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღის შესახებ.

მოსწავლეები სიტყვით გამოვიდნენ, გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგედია- 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით  მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის  ძალისმიერ დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ეკა ჩაბაიძემ, მან ისაუბრა იმ ტრაგედიის შესახებ, რომელსაც 1989 წლის 9 აპრილი ჰქვია და მოსწავლეებს სთხოვა, რომ სისხლით დაცულ ჩვენს სამშობლოს გაუფრთხილდნენ, მათი მოვალეობაა ახსოვდეს ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსული და რომ მათ საქართველოს მომავალი ჰქვია. მათაც უნდა შეძლონ საქართველოს ისტორიაში გარკვეული ცვლილებების შეტანა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203