
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს.
მათ ერთმანეთს გულთბილად მიულოცეს ბრწყინვალე დღესასწაული და ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს აღდგომის მნიშვნელობაზე, გაიგეს, რატომ აღვნიშნავთ ამ დიდ დღესასწაულს და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს წითელ კვერცხს. ბავშვებს არც სააღდგომო ტრადიციები დავიწყებიათ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს ცოდნა და შთაბეჭდილებები გაუზიარეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: