
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად ემპათიას, კაცთმოყვარეობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან.
ახლახან, სკოლის დირექტორის - მაკა გუბელაძის მხარდაჭერით, განხორციელდა დაწყებითი საფეხურის მიერ დაანონსებული პროექტი, სახელწოდებით - „სიკეთის ხიდი თაობათა შორის“.
დირექტორი, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები: ნინო ბოჭორიშვილი, მარიამ კარკაძე, თამარ კობახიძე, შორენა ჩაფიძე, თეა გურგენიძე, მაკა კახიძე სათნოების სახლ „კათარზისს“ ესტუმრნენ.
პატარებს ჰქონდათ შესაძლებლობა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად მიელოცათ ბენეფიციარებისთვის.
მოსწავლეები საინტერესო კითხვებით, თბილი გულითა და მათთვის საჭირო პროდუქტებით ხელდამშვენებულები წარდგნენ. ბავშვებმა ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინეს და მათი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გაიზიარეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სიხარულითა და სითბოთი სავსე დღეს თანმდევი სევდა ჰქონდა.
„ასეთი შეხვედრები მოსწავლეებში ემპათიასა და პატივისცემას აღვიძებს, იაზრებენ, რომ ყველა ინდივიდი საზოგადოების მხარდაჭერასა და თანადგომას იმსახურებს. თაობათა შორის ხიდი ფასდაუდებელია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: