
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელსაც საგნობრივი ინტელექტუალური შეჯიბრის სახე ჰქონდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-2 და მე- 3 კლასების მოსწავლეები, რომელთაც პასუხი გასცეს კითხვებს - ქართულიდან, ინგლისურიდან, მშობლიური ენიდან და მათემატიკიდან. წარმოდგენილი იყო ინტელექტუალური შეკითხვები და საინტერესო თემატური აქტივობები.
ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
„იყო ძალიან საინტერესო ბავშვებისთვისაც და ჩვენთვისაც“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: