
დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. დღე, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
პედაგოგმა მოსწავლეებს გაუზიარა ინფორმაცია ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღის შესახებ, მოსწავლეებმა კი წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საცეკვაო ნომრები და შემოქმედებითად აღნიშნეს ქართული ენის დღესასწაული.
ინფორმაციისთვის: 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: