9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ეფრემოვკის საჯარო სკოლაში
14-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედის 37 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს 1989 წლის ტრაგიკული მოვლენები და ისაუბრეს დაღუპულთა გმირობისა და მათი ღვაწლის შესახებ საქართველოს თავისუფლების გზაზე.

ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა, რომ 9 აპრილი წარმოადგენს არა მხოლოდ გლოვის დღეს, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ერთიანობის მნიშვნელოვან სიმბოლოს.

მოსწავლეებმა ლექსებითა და პატრიოტული სიტყვებით პატივი მიაგეს გმირთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავისუფლების მნიშვნელობას მომავალი თაობებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203