„მეხსიერება, რომელიც გვაერთიანებს“ - ვანთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს
14-04-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან. სკოლაში აქტიურად ეხმიანებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

სკოლაში გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი - სისხლიანი დღე ჩვენი სამშობლოს ისტორიაში, რომელმაც შვა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.

მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ. მათ შორის წარმოადგინეს პრეზიდენტია სახელწოდებით - „მეხსიერება, რომელიც გვაერთიანებს“. მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის გმირები, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ 9 აპრილი გვასწავლის ერთობის ძალას, გმირების პატივისცემას, პასუხისმგებლობას მომავალის მიმართ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203