ნინოწმინდის N1 სკოლის მე-2 კლასელებმა ინგლისური ენის ანბანის შესწავლა ღონისძიებით დააგვირგვინეს
14-04-2026

ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა ინგლისური ენის ანბანის სწავლა ღონისძიებით დაასრულეს. 

მე-2 და მე-2 კლასებში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „დამშვიდობება ანბანთან“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ინგლისური ენის მასწავლებლების - ლაურა ვარდანიანისა და გოჰარ ვარდანიანის მიერ.

ღონისძიების დროს მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს თავიანთი ცოდნა - წარმოთქვეს სიტყვები, იმღერეს სიმღერები და გაითამაშეს მცირე სასცენო წარმოდგენები. 

ღონისძიება წარიმართა თბილ და მხიარულ გარემოში და გახდა დასამახსოვრებელი როგორც ბავშვებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და მშობლებისთვისაც.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203