„ჩემი ქვეყნის სისუფთავე იწყება ჩემით“ - გარემოსდამცველები პტენის საჯარო სკოლიდან 
14-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ​პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

„ჩემი ქვეყნის სისუფთავე იწყება ჩემით“ - ამ დევიზით სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, სოფლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების იდეით გამოვიდნენ.

მოსწავლე-მასწავლებლებმა შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203