კედლის გაზეთებში ასახული 9 აპრილი და გზა დამოუკიდებლობისკენ - თორიის საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი
14-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში გაიხსენეს, 1989 წლის 9 აპრილი - სისხლიანი დღე ჩვენი ბედკრული სამშობლოს ისტორიაში, რომელმაც შვა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.

სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, გაიკ მალხასიანმა, მე-9 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ცხრა აპრილის ტრაგედიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით.

გაკვეთილს ესწრებოდა კათედრის თავჯდომარე, კათედრის ყველა წევრი და სკოლის დირექტორიც.

საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი იყო. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს კედლის გაზეთები, რომლებშიც ასახულიყო 1989 წლის მოვლენები და საქართველოს დამოუკიდებლობის გზა.

მათ პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა და სამშობლოს სიყვარული საერთოა ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203