ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა მემორიალთან ღონისძიება გამართეს
15-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავიუსფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მოსწავლეებმა, პედაგოგ - ჯულიეტა ველელი-შირინიანის ძალისხმევით, ახალქალაქის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ღონისძიება გამართეს. წაიკითხეს თემატური ლექსები და მადლობა გადაუხადეს მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას. 

ლექსები მხატვრულად წაიკითხეს მოსწავლეებმა - ლაურა შირინიანმა, არმენ ირიციანმა, სპარტაკ ირიციანმა,  ანალია ასლანიანმა, მანე პდტროსიანმა და სხვებმა.

ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე მეუფე ნიკოლოზი და მამაო ალექსანდრე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203