ხორენიის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს 
14-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებსა და მოვლენებს ყოველთვის ეხმაინებიან. 

მათ შორის, აღსანიშნავია 9 აპრილისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა გაიხსენეს, 1989 წლის 9 აპრილი - სისხლიანი დღე ჩვენი ბედკრული სამშობლოს ისტორიაში, რომელმაც შვა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.

ღონისძიება სკოლის დირექტორის - რუბენ ვარდანიანის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლეილა დათაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

ღონისძიება მე-10-მე-11 კლსების მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს მოვლენებთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირების პატივსაცემად და დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამართეს.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „მე მტკივა 9 აპრილი“, „9 აპრილი თაობების ტკივილია“, „9 აპრილი ცრემლიანი სიხარულია“. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ მოიგონეს დაუვიწყარი გმირები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203