თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
14-04-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - მანანა ბასილაიშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება გამართეს, რომელიც გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით.

ღონისძიება დედაენის დღეს მიეძღვნა და მისი მიზანი იყო ქართული ენის სილამაზისა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა, ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენის მნიშვნელობასა და ისტორიას, წაიკითხეს ლექსები და შექმნეს თემატური პოსტერები, რითაც გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა მშობლიური ენის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203