
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
IX-XII კლასების მოსწავლეები კოლეჯ „ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ლოკაციას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი დეტალურად გაეცნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებს - მეხილეობას, მებაღეობას, ბაღის დიზაინს, სატყეო საქმეს, ასევე კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების და სკოლამდელი აღზრდის პროგრამებს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში დახმარება, საკუთარი ინტერესებისა და უნარების უკეთ გააზრება, ასევე მომავალ კარიერასთან დაკავშირებული ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა.
ვიზიტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ ტყე-პარკში გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი დაათვალიერეს, რაც კიდევ უფრო საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილება აღმოჩნდა.
„დიდი მადლობა კოლეჯ „ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ლოკაციის წარმომადგენლებს გულთბილი მასპინძლობისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: