
ამრახ ასლანივის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა გაიხსენეს, 1989 წლის 9 აპრილი - სისხლიანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც შვა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები, გაჟღერდა სიმღერები და მოეწყო ბავშვების ნამუშევრების გამოფენა.
ბოლოს კი მოსწავლეებმა სანთლებით ხელში პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას.
„ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი ისტორია და პატივით გავიხსენეთ ჩვენი გმირები. ეს დღე მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: