ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, ადათ-წესებსა და სუფრის ტრადიციებზე, აღნიშნეს, თუ რა დატვირთვა აქვს ჯეჯილსა და წითელ კვერცხს.
ბავშვებმა წითელი კვერცხებიც შეაჭიდეს და დრო სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო