
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ჭადრაკის შიდა ტურნირი დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის.
თამაშში ჩართული იყვნენ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
მონაწილეებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნება, სტრატეგიული ხედვა და დიდი ინტერესი თამაშის მიმართ. თითოეული პარტია იყო საინტერესო და დაძაბული, რაც კიდევ უფრო ზრდიდა კონკურენციას და მოტივაციას. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები. დამწყებ მოთამაშეებს კი მოტივაციისათვის გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
„ვულოცავთ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით გამარჯვებულებს! თქვენმა მონდომებამ და შრომამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. მადლობა მასწავლებლებს - ბადრი ჭელიძესა, გიო ტატენაშვილს მადლობა ფოტოგრაფს - თამარ გორგაძეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: