ვაჰან ტერიანის სახელობის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პირველი კლასის მოსწავლეები, რომლებიც არაერთ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ.
პედაგოგი მათ აღდგომის არსზე, ადათ-წესებსა და სუფრის ტრადიციებზე ესაუბრა, აღნიშნს, თუ რა დატვირთვა აქვს ჯეჯილსა და წითელ კვერცხს.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: