
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად გაჯერებულია სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით.
მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი სიხარულით აღნიშნეს სიცილის დღე.
„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!“- ამ დღეს ეს ფრაზა საკლასო ოთახებსა თუ დერეფნებში ხშირად გაისმოდა. მოსწავლეები ცდილობდნენ მოეტყუებინათ და გაემასხარავებინათ ყველა, დიდი თუ პატარა, მასწავლებელი თუ თანაკლასელი.
მედიაწიგნიერების კლუბის წევრებმა კი სახალისო ბლიც-გამოკითხვა ჩაატარეს, რა დროსაც რესპონდენტებს უნდა ამოეცნოთ ინფორმაცია სიცრუე იყო თუ სიმართლე, ასევე, ერთმანეთისგან უნდა გაერჩიათ რეალური და AI-ს მიერ შექმნილი ფოტოები აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისით და ინტერესით ჩაერთვნენ და ცრუ ინფორმაციის ამოცნობაც შეძლეს.
„ასე რომ, არც ისე ადვილი აღმოჩნდა ჩვენი მოზარდების მოტყუება“, - ახარებთ სკოლაში.
„1-ელი აპრილი, როგორც ხუმრობის და სულელების დღე, საყოველთაოდ აღიარებული დღესასწაულია. რამდენიმე ვერსია არსებობს, თუ სად და როდის იღებს სათავეს ამ დღის აღნიშვნა. რაც არ უნდა იყოს, მთავარი ისაა, რომ ამ დღეს ყველა ხალისობს და იცინის, ეს კი უკვე ძალიან კარგია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.