ხანდოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
08-04-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. 

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. ინტელექტუალური ჭიდილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ცირა კახაძემ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203