
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველ კლასში, დამრიგებლის - ეკატერინე თედეშვილის ხელმძღვანელობით, სპორტისა და ბუნების ინტეგრირებით, განხორციელდა საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „ჯანსაღი კვება და ჰიგიენა“.
პროექტი ესთეტიკის, ეთიკისა და სპორტის კათედრზე განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები: 1) სუფთა ჰაერზე თამაშები; 2) მსუბუქი ვარჯიშები; 3) ბუნებაზე დაკვირვება.
„ეს აქტივობები მოსწავლეებს ასწავლის სხეულის მოვლას, სისუფთავის მნიშვნელობას და აქტიური ცხოვრების წესს. ისინი სწავლობენ, როგორ დაიცვან გარემო, როგორ დაიბანონ ხელები, მოუარონ საკუთარ თავს და სწავლობენ ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი ინტეგრირებული გაკვეთილები ზრდის, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ კეთილდღეობას.
იხილეთ ფოტოები: