როდიდან განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი სკოლებისა და ბაღებისთვის - ვადები და სხვა დეტალები
13-04-2026

საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სააღდგომო არდადეგები 12 აპრილს სრულდება. საგანმანათლებლო დაწესებულებები 13 აპრილიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო პროცესს.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ არდადეგების ხანგრძლივობას. იმის გათვალისწინებით, რომ კერძო სკოლების ნაწილში საგაზაფხულო არდადეგები არ ყოფილა, ზოგიერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სწავლას 20 აპრილს განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები, წინასწარ არის განსაზღვრული და კანონით რეგულირდება.

2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203