
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საინტერესო შემოქმედებითი აქტივობები მოეწყო.
პირველ კლასში, დამრიგებლმა, კატერინე თედეშვილმა, ხელოვნებისა და ბუნების ინტეგრირებით, დაგეგმა სააღდგომო აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემოქმედებით გამოცდილებად იქცა.
მოსწავლეებს საშუალება ქონდათ არა მხოლოდ გაეცნოთ სააღდგომო ტრადიციები, არამედ თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა კვერცხის მოხატვა, ჯეჯილის დათესვა, დეკორაციების დამზადება და თემატური ნამუშევრების შექმნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობებმა ხელი შეუწყო შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. ბავშვებმა პრაქტიკაში გამოიყენეს ხელოვნების და ბუნების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა. თითოეულ მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა გამოეხატა საკუთარი ხედვა და სტილი.
„საბოლოოდ მიღებული გამოცდილება იყო არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც. ჩატარებულმა აქტივობებმა მოსწავლეებს დაუტოვა დადებითი ემოციები, ახალი ცოდნა და სურვილი. მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში“,- აღნიშნევან სკოლაში და აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: