
შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი თვალსაწიერის გაფართოებასა და მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
შთამბეჭდავია, მე-4ა და მე-4ბ კლასებში, პედაგოგ დიანა სულამანიძის განხორციელებული ინგლისურენოვანი აქტივობა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დდღესასწაულს მიეძღვნა.
აქტივობის თემა იყო „სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები“. პედაგოგმა როლურ თამაშს მიმართა, მოსწავლეებმა კი სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა როლი მოირგეს და ამა თუ იმ ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებზე მეტად საინტერესოდ ისაუბრეს.
იხილეთ აქტივობის ამსახველი ვიდეომასალა: