
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
სპორტის მასწავლებელ ალუდა ხაბულიანის ხელმძღვანელობით საინტერესო სპორტული ღონისძიებები გაიმართა სლოგანებით - „სპორტი აერთიანებს!“ „სპორტი უნივერსალური ენაა!“ „მშვიდობა სპორტის მეშვეობით!“
მოსწავლეები არაერთ სპორტულ-გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ, იაქტიურეს და დრო მეტად სახალისოდ და ამასთანავე სასარგებლოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ბარდნალის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ვიდეო: