
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ.
მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი კაპანაძემ, ძიუდოში, განჯის კადეტთა ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მოსწავლის წარმატება საამაყოა როგორც სკოლისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის.
სკოლის დირექტორი თამარ ფარასტაშვილი, პედაგოგები და მოსწავლეები ულოცავენ გიორგი კაპანაძეს გამარჯვებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: