„ჩემი ხელით დამზადებული საჩუქარი“ - საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა
14-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას.

ახლახან, მე-6 კლასელებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე ჩაატარეს საინტერესო აქტივობა -  „ჩემი ხელით დამზადებული საჩუქარი“, მოსწავლეებმა მოიფიქრეს და სხვადასხვა ნივთებისგან დაამზადეს სხვადასხვა საჩუქარი და დაასაჩუქრეს ერთმანეთი.

დასასრულს კი მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა. 

აქტივობას პედაგოგი ლეილი ამიხშადიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითობას აქტიურად ახალისებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203