შორაპნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
08-04-2026

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ზაზა ფერაძის სახელობის შორაპნის საჯარო სკოლაში საინტერესო შემოქმედებითი პროექტი განხორციელდა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა სრულიად გაამართლა დასახული მიზნები და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ნამუშავრების „დაძველების ეფექტით“ გაფორმება, რამაც განსაკუთრებული სიახლე და ესთეტიკური ღირებულება შესძინა პროექტს.

პროექტის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.

კონკურსმა დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია მოსწავლეებში, ხელი შეუწყო მათი მოტივაციის ზრდას და წერითი უნარების განვითარებას. 

​იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203