ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
08-04-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდი წარმატებული, ღირსეული და პატრიოტი მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს. 

სასკოლო საზოგადოება ისტორიულ თარიღებს ყოველთვის ეხმიანება. ამჯერად, მოსწავლეებმა 35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ძალების მიერ მოკლული 21 მშვიდობიანი, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი გმირი გაიხსენეს.

სკოლაში გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები, ისაუბრეს თავისუფლების ფასსა და ეროვნული თვითშეგნების მნიშვნელობაზე. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203