
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს ახალი ენერგიით იწყებს - მეტი ზრუნვითა და ტექნიკური ინოვაციით ვბრუნდებით, რათა თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი შრომის შედეგისა და ცოდნის ღირსეულად წარმოჩენა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გახლავთ პროექტი, რომელიც გულშემატკივრობს მოსწავლეებს და სწორედ მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ტესტის სტრუქტურა სპეციალურად ისეა შექმნილი, მათ შეძლონ საკუთარი, უნიკალური სტრატეგია შეიმუშაონ: ისწავლონ დროის მართვა, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ პროგრესზე დაკვირვება.
აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის „ოლიმპიურ თამაშებს“ „ეტალონი“ სიახლეებით იწყებს - ინოვაციებით, რომლებიც აადვილებს გზას წარმატებისკენ.
ეს გახლავთ - რეგისტრაცია პროფილიდან გამოსვლის გარეშე: დავზოგეთ თქვენი დრო! ახლა უკვე შეგიძლიათ ერთი პროფილიდანვე, ავტომატურად დარეგისტრირდეთ სხვადასხვა საგანზე განყოფილებაში „სხვა ოლიმპიადები“.
ინგლისური ენის 5 დონე: ოლიმპიადა საერთო ევროპული კომპეტენციების (A1-დან C1-მდე) ფარგლებში ტარდება. იმისათვის, რომ სირთულე სწორად განსაზღვროთ, პირად პროფილში დაგხვდებათ „სანიმუშო ტესტები“.
მყისიერი უკუკავშირი: შედეგს (ქულასა და დროს) ტესტის დასრულებისთანავე იგებთ, რასაც მოყვება სახელობითი ციფრული სიგელი.
მონიშნეთ განრიგი პირად კალენდარში, რათა არ გამოტოვოთ გაზაფხულის მნიშვნელოვანი სტარტი:
ქართული ენა და ლიტერატურა: 28-29 აპრილი
ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება: 5-6 მაისი
ინგლისური ენა: 19-20 მაისი
მათემატიკა: 2-3 ივნისი
გაითვალისწინეთ, რომ წელს თქვენს წარმატებას კიდევ უფრო ხელშესახებად აღვნიშნავთ! გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ათეულებს სპეციალური ონლაინ დიპლომები ენიჭებათ, ხოლო პირველადგილოსნებს - აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული, ჩვენ დავამატეთ სურვილის შემთხვევაში, მოპოვებული დიპლომის/სიგელის ბეჭდვური ვერსიის გატანა თბილისიდან და ასევე ივნისში, თბილისსა თუ ბათუმში, izrune.ge-ს მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა - სადაც მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ კუთვნილი დიპლომები.
აქვე შეგახსენბთ, რომ ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების წარმატების შესახებ ინფორმაცია იგზავნება განათლების სამინისტროსა და სკოლებში, რაც თქვენი მიღწევების ოფიციალური დასტური ხდება.
„ეტალონის“ გუნდისთვის ყოველი მოსწავლე გამორჩეული პიროვნებაა. ჩვენი მიზანია, ეს პროცესი თქვენთვის არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცების საშუალებად, არამედ მამოტივირებელ გამოცდილებად იქცეს.
ასე რომ, წინ ახალი გამარჯვებებისკენ! ისწავლე, გაიაზრე და აჩვენე, რა შეგიძლია!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 68 15 15 ან მოგვწერეთ FB გვერდზე.