„როგორ აღინიშნება აღდგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“ - შემეცნებითი ღონისძიება დიდი არაქალის საჯარო სკოლაში 
14-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება თემაზე: „როგორ აღინიშნება აღდგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“.

ღონისძიება ჩატარდა მე-9 და მე-12 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, მასწავლებლის - არმინე გომციანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციების გაცნობა, კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და განსხვავებული კულტურებისადმი პატივისცემის გაღრმავება.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყანაში აღდგომის აღნიშვნის თავისებურებებზე, გააკეთეს შედარებები და გააზიარეს საინტერესო ფაქტები.

აქტივობები წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ხელს უწყობდა მოსწავლეთა ჩართულობას, კომუნიკაციასა და კვლევით უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203