
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს პროექტი მიეძღვნა, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი პროექტის მორიგი დღე კალიგრაფიის კონკურსს დაეთმო.
მოსწავლეებმა ქართული ასო-ბგერები მხატვრულად მოხატეს და საინეტრესო კალიგრაფიული ნამუშვრები შექმნეს.
„ლამაზად წერა ხელოვნებაა, ამიტომ დიდი რუდუნებით აქანდაკებენ თითოეულ ასოს ჩვენი ნორჩი კალიგრაფები“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: