
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება დიდი ზარ-ზეიმით წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიება მოიცავდა როგორც საზეიმო, ისე სასწავლო-შემეცნებით ნომრებს.
წარმოჩენილი იყო სააღდგომო ადათ-წესები, ეროვნული კულინარიული ტრადიციები - ჯეჯილი, წითელი კვერცხი, ქადა, ფლავი და ასე შემდეგ.
ასევე ბავშვებმა ისაუბრეს თუ რას ნიშნავს აღდგომა. ღონისძიება კითხვა-პასუხით შეჯამდა.
იხილეთ ფოტოები: