„რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი...“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი
08-04-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ​მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის, მარინა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ნამდვილი საგანმანათლებლო დღესასწაული მოეწყო.

ჩატარდა შემაჯამებელი პროექტ-გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ჩვენი ქვეყნის სულიერი და მატერიალური სიმდიდრე. „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი...“ - აღფრთოვანდნენ მოსწავლეები და იმოგზაურეს ჩვენს ფესვებთან.

როგორც სკოლაში გვეუბნბებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების გაღვივება და ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.

საგაკვეთილო პროცესი დაეყრდნო ჯგუფური მუშაობისა და კვლევის მეთოდოლოგიას.

„პროექტმა თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია თეორიულ ცოდნას გარდაისახოს ემოციურ გამოცდილებად. მოსწავლეებმა არა მხოლოდ შეისწავლეს ფაქტები, არამედ გულით იგრძნეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც წინაპრების დანატოვარი სიმდიდრის მოფრთხილება ჰქვია. ვამაყობთ ჩვენი პატარა მკვლევარებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ჩვენი მომავალი საიმედო ხელშია“ ,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203