ეფრემოვკის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა 
08-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ლამაზი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება საინტერესოდ, ზარ-ზეიმით წარიმართა და მთელი სკოლა გააერთიანა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს წმინდა აღდგომის არსი და მნიშვნელობა, გაამახვილეს ყურადღება ქრისტეს აღდგომის იდეაზე, როგორც სიყვარულის, იმედისა და ახალი ცხოვრების სიმბოლოზე.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდა სააღდგომო სიმღერები და ეროვნული ცეკვები, რამაც შექმნა ღონისძიების ოფიციალური და სადღესასწაულო გარემო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203