ქუთაისის N20 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა საბავშვო წიგნის დღე საინტერესო გასვლითი აქტივობით აღნიშნეს 
08-04-2026

ქუთაისის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამოეხმაურნენ საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს.

ტრადიციულად, საბავშვო წიგნის დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეებ​ი, პედაგოგ ლალი გიორგაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებას ესტუმრნენ. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს წაუკითხა ზღაპრები. შემდეგ კი მოეწყო მათი განხილვა.

პედაგოგი მოსწავლეებს ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზეც ესაუბრა და შეახსენა, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია. 

2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203