ბილინგვური განათლება და შემოქმედებითი ინტეგრაცია - სააღდგომო დღესასწაული ალათუმანის საჯარო სკოლაში
08-04-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სკოლის ყოველდღიურობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მრავალფეროვნებასა და კულტურათა შორის დიალოგს, რასაც ბილინგვური სწავლების პროგრამა კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს სძენს.

ამის ნათელი მაგალითია წინასააღდგომოდ განხორციელებული შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც ხელოვნების  მასწავლებელმა, შირაზ ჩახოიანმა, ბილინგვური პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელ ვარდანუშ ტონოიანთან ერთად დაგეგმა და განახორციელა.

ამ პროექტის ფარგლებში, მე-2 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა, სხვადასხვა მასალისა და რესურსის გამოყენებით დაამზადეს სხვადასხვა აღდგომასთან ასოცირებული ნივთები, მაგალითად კვერცხები.

მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევით კლასი საზეიმოდ გაფორმდა, აქტივობის კულმინაცია კი სააღდგომო სუფრის გაშლა იყო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ბილინგვური სწავლების სპეციალისტის - ​შირაზ ჩახოიანის განსაკუთრებული წვლილი სასკოლო ცხოვრების გააქტიურებაში.

„ასეთი აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბილინგვური პროგრამა არ არის მხოლოდ ენის სწავლება, ეს არის ხიდი კულტურებს შორის. რომელიც სკოლას აქცევს სივრცედ, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა, ხელოვნება და განათლება ერთიანდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203