ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯალაბაძემ რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციაზე III ხარისხის დიპლომი დაიმსახურა
08-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, X კლასის მოსწავლე მარიამ ჯალაბაძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმის სამედიცინო აკადემიის მიერ მოწყობილ მოსწავლეთა რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციაში - „ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებების პრევენცია“. (ხელმძღვანელები ბიოლოგიის პედაგოგი ქეთევან გიორგაძე და სკოლის ექიმი ნატო ჩანტლაძე).

მარიამმა მაღალი დონის ნაშრომისა და წარმატებული წარდგენისთვის დასავლეთ საქართველოს სკოლების 16 მონაწილეთა შორის III ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.

სასკოლო საზოგადოება შემდგომ წარმატებას უსურვებს სკოლის საუკეთესო გუნდს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203