
გაზაფხულის სიცოცხლით და სიხარულით სავსე დღეები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
გაიმართა გაზაფხულის ზეიმი, რომელიც მიეძღვნა მარტის მნიშვნელოვან დღესასწაულებს - დედის დღეს და ქალთა დღეს.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს მრავალფეროვანი ღონისძიება: წაიკითხეს ლექსები, იმღერეს სიმღერები, წარმოადგინეს მცირე სცენები და საკუთარი ხელით შექმნილი ბარათებით მიულოცეს დედებსა და მასწავლებლებს ეს თბილი დღეები.
ეს დღე ყველასთვის დაუვიწყარი და ემოციური აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: