
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია.
ახალხან, მე-12 კლასელებმა, პედაგოგ ნ. გარიბიანის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში განახორციელეს პროექტი - „ოქროს ხელები“.
მათ გადაწყვიტეს, რომ თავიანთ საკლასო ოთახში პატარა თაროები გაეკეთებინათ, რათა საკუთარი ხელნაკეთი ნივთები წარმოედგინათ.
ბავშვები მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობდნენ და პროექტი დიდი ენთუზიაზმით განახორციელეს.
იხილეთ ფოტოები: