ქუთაისის N10 საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, სოციალური მხარდაჭერის აქცია განხორციელდა
08-04-2026

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მომავალ თაობას საგნებთან ერთად ემპათიას, კაცთმოყვარეობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

ახლახან, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, განხორციელდა სოციალური მხარდაჭერის აქცია, რომლის ფარგლებში დახმარება გაეწია გამარჯვების მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ ოჯახს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აქტივობა დაემთხვა ხარების დღესასწაულს და აღდგომის მოახლოებას, რამაც ამ კეთილ საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.

„ოჯახების მხრიდან გამოხატული მადლიერება და სიხარული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას და საჭიროებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლის თვითმმართველობა მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყონ მოსწავლე-ახალგაზრდობაში თანადგომისა და სოლიდარობის კულტურის განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203