ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
08-04-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სიღრმისეულად სწავლობენ, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი სხვადასხვა კონკურსში წარმოაჩენენ.

ამჯერად სკოლაში, მე-8 კლასის მოსწავლე ანა ნიგურიანისა და მე-10 კლასელი მარიამ ჩხვიმიანის წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ინგლისური ენის ონლაინ ოლიმპიადა - „ლინგოსთარის“ მე-2 ტურში. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ინგლისური ენის ონლაინ ოლიმპიადის Lingostar- ლინგოსთარის 2026 წლის გაზაფხულის სეზონის მონაწილეებს, ჭუბერის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანა ნიგურიანს და მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ჩხვიმიანს და მათი ინგლისური ენის პედაგოგებს ვულოცავთ მე-2 ტურში მიღწეულ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203